საბიუჯეტო თანხების ფლანგვა – ენმ-ში აცხადებენ, რომ რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების უმეტესობა დახურულია

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მორიგი ფაქტი – საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციაში ამბობენ, რომ რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისთვის წელიწადში 3 მილიონამდე ლარი იხარჯება, თუმცა 73 ბიუროდან უმეტესობა დახურულია. ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, ის ოფისებიც კი, რომლებიც გახსნილია სრულფასოვნად მაინც არ ფუნქციონირებს, შესაბამისად რაში იხარჯება სახელმწიფო თანხა გაურკვეველია.

“ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებისა და პარლამენტის სამივლინებო ხარჯების
შესწავლას ერთდროულად სთხოვს – ოფიციალური განაცხადით უწყებას პარტია უახლოეს პერიოდში მიმართავს.

“აუდიტი უნდა დაინტერესდეს და მოკითხოს მილიონობიოთ ლარს რომ ხარჯავს სამივლინებო ხარჯებში რამდენად მიზნობრივია, რეალობაში უბრალოდ გვგონია და დარწმუნებული ვარ რომ ეს ხალხი უბრალოდ დასასვენებლად დადის, თუმცა ეს აუდიტის სამსახურმა უნდა დაადასტუროს,”-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიჯონ ბოლტონმა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიარიონში გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა