საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, შს მინისტრის ორი მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის N 524 დადგენილების საფუძველზე, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, შს მინისტრის ორი მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა. ამის შესახებ „ინფო 9“-ს შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში აღნიშნულ ცვლილებას მხარი მთავრობამ, მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაზე დაუჭირა და ის ძალაში დღეიდან შევიდა.

ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილების მეექვსე მუხლში შევიდა, რომლის თანახმადაც, შს მინისტრს პირველ მოადგილესთან ერთად, ხუთის ნაცვლად, სამი მოადგილე ეყოლება.

ამასთნ, დებულებიდან ამოღებულია 21 მუხლი, რომლითაც მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად, შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი შს მინისტრის მოადგილე აღარ იქნება.

banner
წინა სტატიაში„ნუ მოჭრი – მორთე“ – ახალი კამპანია იწყება
შემდეგი სტატიასკანდალი გრძელდება: ვალერიან ცერცვაძე iTechnic -ისა და iPhone+-ის დავაზე პირველ კომენტარს აკეთებს