საბინე მახლი – გაერო ცდილობს, წინსვლისთვის საქართველოს ყველა მიმართულებით დაეხმაროს

გაერო ცდილობს, საქართველოს წინსვლისთვის ყველა მიმართულებით დაეხმაროს, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე განსაკუთრებული ყურადღება, სხვადასხვა მიმართულება, სადაც შეგვიძლია ქვეყნის დახმარება, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საბინე მახლმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გაერო-ს საქართველოსთან აქვს თანამშრომლობის ჩარჩო და მდგრადი განვითარების მიზნები.

„გაერო ცდილობს, საქართველოს ყველა მიმართულებით დაეხმაროს წინსვლისთვის. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ჩარჩო საქართველოსთან, მდგრადი განვითარების მიზნები. ძალიან მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე განსაკუთრებული ყურადღება, სხვადასხვა მიმართულება, სადაც შეგვიძლია საქართველოს დახმარება. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ, როგორ მივაღწიოთ 2030-ის დღის წესრიგს. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა მიმართულება, მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საბინე მახლმა.

წინა სტატიაშიკალაძე – მივესალმები დებატებს ყველა კანდიდატს შორის
შემდეგი სტატიამარნეულში დაკარგული ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს