საქართველოში დემოკრატიის ყველა საყრდენი და მდგომარეობა უარესდება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღადგინოს დიალოგი და თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან, ჩვენ მზად ვართ, ამას ვუპასუხოთ, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, საბინა ჩუდიჩმა განაცხადა.
როგორც ჩუდიჩმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარდგენილი კანონმდებლობა უცხოელი დონორებისთვის გრანტების გაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის მიცემის შესახებ რისკის ქვეშ აყენებს სამოქალაქო საზოგადოების არსებობის გაგრძელებას.
„ჩვენ როდესაც ვაანალიზებთ სიტუაციას წევრ ქვეყანაში, ჩვენ ვაანალიზებთ მას დემოკრატიულ სტანდარტებსა და დემოკრატიის საყრდენებთან შესაბამისობაში. შეგახსენებთ ამ საყრდენებს: კანონის უზენაესობა, თანასწორობის და სამართლიანობის უზრუნველყოფა ძალაუფლების დაყოფის სხვა მიმართულებების საფუძველზე; მეორე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; მესამე, ადამიანის უფლებების დაცვა, ინდივიდუალური თავისუფლებების უზრუნველყოფა. ჩვენ თუ გავაანალიზებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, თუ შედარებით დროს, როდესაც ბოლოს განვიხილეთ და დავამტკიცეთ რეზოლუცია და დღევანდელ დღეს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ დემოკრატიის ყველა ეს საყრდენი და მდგომარეობა უარესდება.
ჩვენ წინაშეა მკვეთრი დემოკრატიული უკუსვლა. გაგიზიარებთ ზოგიერთ ინფორმაციას სამოქალაქო საზოგადოებიდან დაწყებით. ჩვენ, ყველა, ვფიქრობთ, რომ მტკიცე სამოქალაქო საზოგადოება ჯანსაღი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე მცირდება. პარლამენტმა უკან არ გაიწვია კანონი, რომელზეც გაიმართა დისკუსიები აქ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, როგორც საუბარი იყო, რომ გაკეთებულიყო. თუმცა ეს ჩანაცვლდა ქართული ვერსიით, რომელიც უცხო აგენტის რეგისტრაციაზე უარის კრიმინალიზაციას ახდენს. მონიტორინგის კომიტეტს აქვს ვენეციის კომისიის საგანგებო მოსაზრება ამ კანონზე და ჩვენ ვურჩიეთ მთავრობას, სრულად გაეთვალისწინებინა შეშფოთებები და რეკომენდაციები. მხოლოდ ამ კვირაში, „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ითხოვს, რომ ნებისმიერმა უცხოელმა დონორმა, რომელთა შორის არის ევროსაბჭოც, მიმართოს მთავრობას თანხმობისთვის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე გრანტების გაცემამდე.
ეს არამხოლოდ საფრთხეში აგდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ეს რისკის ქვეშ აყენებს მისი არსებობის გაგრძელებას, რაც იქნება გამანადგურებელი ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტებისთვის. დემოკრატიის ფუნქციონირების კიდევ ერთი მთავარი ელემენტი არის მედია. წინა საკითხის მსგავსად, მედიაგარემო კვლავ უარესდება. ჩვენ ასევე შეშფოთებით აღვნიშნავთ მოხსენებებს დამცირების და საჯარო მოხელეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც კრიტიკულები იყვნენ მთავრობის მიმართ. ბოლოს, და ყველაზე შეშფოთებით, ჩვენ აღვნიშნავთ ხელისუფლების ქმედებებს, რომ აიკრძალოს სრული დემოკრატიული ოპოზიციური სპექტრი. ოპოზიციის აკრძალვა, გარდა იმისა, რომ არის ქვეყნის მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების სრული დარღვევა, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის სივრცის შემცირებასთან ერთად, იქნება ფუნქციონირებადი ავტოკრატიის დაფუძნების სიგნალი საქართველოში.
როგორ ვექცევით ჩვენ ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, არის საბოლოო კრიტერიუმი, რითიც ვზომავთ ქვეყნის პროგრესს ან, ამ შემთხვევაში, მკვეთრ უკუსვლას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღადგინოს დიალოგი და თანამშრომლობა ასამბლეასთან და ევროსაბჭოსთან და ჩვენ მზად ვართ ამას ვუპასუხოთ. ჩვენ გვსურს ჩავერთოთ. ეს არ არის მოხსენება, რომლის წარდგენის გაგრძელება გვსურს. მოხსენება, რომლის წარდგენაც გვსურს არის პროგრესზე, ევროსაბჭოსთან კონსტრუქციულ ჩართულობაზე“, – განაცხადა ჩუდიჩმა.