საბერძნეთში ტყის ხანძრები ათენს უახლოვდება

საბერძნეთში ტყის ხანძრები ათენს უახლოვდება. ცეცხლი დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე ფიჭვის ტყეში გაჩნდა, თუმცა მიზეზი უცნობია.

სტიქიამ კალამოსის დასახლებაში 10-ზე მეტი სახლი გაანადგურა, რის გამოც ადგილობრივები იძულებული გახდნენ, რეგიონი დაეტოვებინათ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამაშველო ოპერაციაში, სახანძრო ბრიგადებთან ერთად, ავიაციაცაა ჩართული.

banner
წინა სტატიაში,,ეს არის იუმორისტული ჟანრი და მე მას სერიოზულ კონტექსტში ვერ განვიხილავ”
შემდეგი სტატიაბურკინა ფასოში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა