26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქემ ავტომობილში ქალი მოკლა

საბერძნეთში, ადგილობრივი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მკვლელობის ბრალდებით საქართველოს 40 წლის მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა ქართველმა მამაკაცმა ავტომობილი ავტოსტოპით გააჩერა, მგზავრობისას კი მძღოლ ქალს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

გამოძიების ცნობით, თავდამსხმელმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ სისხლიანი ტანსაცმელი ნაგვის ურნაში გადაყარა და მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებთან პირველადი დაკითხვისას 40 წლის კაცი საქმესთან კავშირს უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით დანაშაული აღიარა და მკვლელობის რამდენიმე მოტივი დაასახელა. ჩხრეკის შედეგად მას კუთვნილი 1505 ევრო აღმოაჩნდა.

banner
წინა სტატიაშილუკ კოფი: ირანი უვიზო მიმოსვლას იყენებს და საქართველოში ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აგენტებად იბირებს
შემდეგი სტატიაქუთაისში ავტომობილი ველოსიპედს დაეჯახა – დაშავებულია ერთი პირი