11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე საცხოვრებელი კორპუსის გაქურდვის დროს დაიჭირეს

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი თესალონიკში საცხოვრებელი კორპუსის გაქურდვის დროს დაიჭირეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ბოლო 10 თვის განმავლობაში 8 სახლი გაქურდა. ქურდობებით გამოწვეული ზარალი საერთო ჯამში 155 000 ევროს აღწევს. მოპარულ ნივთებს შორისაა: 114 ცალი ინგლისური ოქროს მონეტა, ძვირფასი სამკაული და 1600 ევრო ნაღდი ფული, ელექტრონიკა და პირადი ნივთები. ასევე დადგინდა, რომ კაცი საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის სპიკერი: ყულევის ნავთობტერმინალის სანქცირების წინადადებას თავის საფუძველი აქვს, მაგრამ დაველოდოთ სანქციების დამტკიცებას
შემდეგი სტატიაზუგდიდის სასამართლომ Pos TV-ის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო ვიტალი გუგუჩია