საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

საქართველოს მოქალაქე მოკლეს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში. შემთხვევა გუშინ შუადღეს მოხდა. მოკლულია 56 წლის ქალი ელენა ხალამიდო.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ქალსა და მამაკაცს შორის კამათი უძღოდა. ქალის მეგობარი მამაკაცი, ასევე, საქართველოს მოქალაქე 55 წლის კაცი, შემთხვევის შედეგ დაინახეს, რომ აივნიდან გადახტა და ხელების სისხლიანი ჰქონდა.

მეზობლების ინფორმაციით, ისინი ხშირად ჩხუბობდნენ, რისი სავარაუდო მიზეზიც კაცის ალკოჰოლდამოკიდებულება იყო.

“ქალი ოჯახში დამხმარედ მუშაობდა, კაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული, მაგრამ 2-3 კვირა რომ იმუშავებდა მერე დიდი ხანი აღარაფერს აკეთებდა, სასმელისკენ იყო მიდრეკილი და ხშირად ჩხუბობდნენ. ბოლო კამათმა ნახევარ საათს გასტანა, ქალი ეხვეწებოდა გთხოვ, ნუ მომკლავო”,- ამბობს მოკლული ქალის მეზობელი.

სავარაუდო ეჭვმიტანილი რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციელებმა შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის იარაღი ამოიღეს. ოფიციალურ უწყებებს მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში
შემდეგი სტატიანიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა