14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის დაახლოებით 07:30 საათზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა,  როდესაც ჰაერში ისროლა.

სამართალდამცველებმა იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და 57 ტყვია.

მოგვიანებით, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა სხვადასხვა ნივთი, რომლებიც, როგორც ცნობილია, ხშირად გამოიყენება სახლების გასაქურდად.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ვაპირებთ მნიშვნელოვნად შევამციროთ გერმანიაში სამხედრო კონტიგენტი
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე: პრობლემა ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ოჯახებს ხორცი საერთოდ არ აქვთ რაციონში