19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

საბერძნეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – მოპარულია 179 000 ევროს ძვირფასეულობა

საბერძნეთში საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავები სულ 5 მამაკაცს ედავებიან, რომ ჯამში 23 ძარცვა განახორციელეს და 179 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.

გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი 37 წლის ქართველი მამაკაცია, რომლის დაკავებაც ამ ეტაპზე ჯერ ვერ მოხერხდა და მასზე ძებნა მიმდინარეობს.

ბერძნული მედიის ცნობით, ნაძარცვი თანხის გასათეთრებლად დაჯგუფების წევრები ძვირადღირებულ ავტომობილებს ყიდულობდნენ, აწყობდნენ წვეულებებს და მონაწილეობდნენ აზარტულ თამაშებში.

გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დაახლოებით 76 000 ევრო საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებზე გადმორიცხეს.

banner
წინა სტატიაშირეზო ბლიაძე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსებიც არ წნეხეს?
შემდეგი სტატიაბათუმში, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს