საბერძნეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა 9 პირი დააკავა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე. მათ ბრალად ედება ბავშვთა და კვერცხუჯრედებით უკანონო ვაჭრობა.
ინფორმაციას neakriti.gr ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფება მინიმუმ 10 წლის განმავლობაში მოქმედებდა. ჯგუფი, ბავშვთა ვაჭრობის გარდა უკანონო გაშვილებითაც იყო დაკავებული.