საბერძნეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელიც 20 წლის გოგოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ბერძენმა სამართალდამცავებმა 30 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელიც 20 წლის გოგოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Ekathimerini ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი საზღვარზე დააკავეს, როდესაც ის ყალბი პასპორტით საბერძნეთის დატოვებას გეგმავდა.

პოლიცია დაკავებულს გლიკა ნერაში ძარცვის დროს 20 წლის გოგონას მკვლელობაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით დაკითხავს.

ბერძნული მედია წერს, რომ მამაკაცი ნასამართლევია, მათ შორის პიკერმიში მოხუცი წყვილის გაძარცვის საქმეზე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – თამარ ჟვანია რომ გადადგეს, მაგრამ სისტემა უცვლელი დარჩეს, ასეთ არჩევნებს მაინც არ გამოვუცხადებთ ნდობას