საბერძნეთში ქართველები დააკავეს -ერთ-ერთმა პოლიციელს ტუჩზე უკბინა

სალონიკში, დააკავეს ქართველი, რომელსაც ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და ირკვევა, რომ დაკავებულმა, რომელიც სავარაუდოდ, C ჰეპატიტითაა ინფიცირებული, სამართალდამცველს უკბინა.

მედიის ცნობით, 49 წლის კაცი პოლიციელებმა შემოწმების მიზნით ქუჩაში გააჩერეს, რის შემდეგაც მან გაქცევა სცადა, დაკავებისა და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, ლიფტში პოლიციელს ტუჩზე უკბინა. სხვა დეტალები უცნობია.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენის და დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაჯოზეფ ბორელი – უკრაინის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებით დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან