საბერძნეთში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას BBC საბერძნეთის პრემიერმინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სახანძრო სამსახურში მანამდე განაცხადეს, რომ აღნიშნული ვერტმფრენები ათენის დასავლეთით, ატიკაში, ფსათას მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ხანძრებს აქრობდნენ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. მათივე ცნობით, ერთი მათგანი ჩამოვარდა, მეორე კი ავარიულად დაეშვა.
















