საბერძნეთში ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს – ბერძნული მედი

საბერძნეთში ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს. როგორც ბერძნული მედია წერს, მათ ბინა მაშინ გაძარცვეს, როცა მეპატრონეებს ეძინათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებმა ბინაში აივნიდან შეაღწიეს და ჩანთები, პასპორტები და სხვა პირადი ნივთები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ისინი, „საეჭვო ქცევის გამო“, მაშინ შენიშნეს, როცა საცხოვრებელი კორპუსიდან გადიოდნენ. მედიის ინფორმაციით, მამაკაცებმა გაქცევა სცადეს, თუმცა მათი დაკავება მაინც შეძლეს.

ქართველების ჩხრეკისას პოლიციამ დანა, სახრახნისი და მოპარული ნივთები ამოიღო. ნივთები მეპატრონეებს დაუბრუნდათ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ანტონის განცხადებით, თუ სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქი მისი გადადგომის საკითხს დააყენებს, მღვდელმთავრები წინააღმდეგობას გაუწევენ და სინოდი ამ საკითხში ერთიანია
შემდეგი სტატიაპარლამენტში სხდომა ხმაურით დაიწყო – ელისაშვილს დარბაზი დღესაც დაატოვებინეს