საბერძნეთში გრიპის ვირუსით ქართველი გარდაიცვალა

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

ბაღდათის რაიონიდან საბერძნეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადასტურებს.

არსებული ინფრომაციით, 34 წლის ქალბატონი გრიპის ვირუსის გართულებული ფორმით გუშინ საღამოს, ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახი გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.

როგორც  ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ განაცხადა, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია, მას როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალიტეტიც დაეხმარება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა საბერძნეთში გარდაცვლილ ქართველ ქალბატონს, H1N1 გრიპის ვირუსი.

 

http://pia.ge/show_news.php?id=59724&lang=geo

banner
წინა სტატიაშინინა სუბლატი: ეს ჩემი დაა – ლილე, ლილეს დაუნის სინდრომი აქვს
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების კომისიამ შპს “სტუდია მაესტროს” და შპს “ტელეკომპანია მაესტროს” წერილობით მიმართა