23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება

Reuters -ის ინფორმაციით, საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება.

საბერძნეთში ტყის ხანძრების ლიკვიდაციის ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ძლიერი ქარების შედეგად ხანძარმა ათენის მიდამოები მოიცვა.

ასევე, ესპანეთისა და საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში ვითარება კვლავ გაუარესდა.

საფრანგეთის ვარის დეპარტამენტში ხანძარმა 1000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა, რის გამოც 2500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ესპანეთის დედაქალაქის გარშემო ვითარება სტაბილური გახდა, თუმცა მეხანძრეები ლეონის პროვინციაში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ატიკისა და ევბეის რეგიონების მოსახლეობა ტყის ხანძრების რისკების შესახებ გააფრთხილა.

ბეოტიის რეგიონში ტყის ხანძარს 300-ზე მეტი მეხანძრე, 92 სახანძრო მანქანა, მძიმე ტექნიკა და თვითმფრინავი ებრძვის.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება
შემდეგი სტატიაანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე: თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა პირველად ვნახე