საბერძნეთში დააკავეს ქართველი კაცი, რომელსაც არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ედება ბრალი

საბერძნეთში დააკავეს ქართველი კაცი, რომელსაც არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ედება ბრალი, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კაცი მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებას 6 წლის განმავლობაში ჩადიოდა. მოზარდი დაკავებულის პარტნიორის შვილია, ბავშვი პოლიციას თავად დაუკავშირდა.

ბავშვის დედა და თავად ბრალდებული ამტკიცებს, რომ 14 წლის მოზარდი ცრუობს.

არასრულწლოვანს ექსპერტიზა უტარდება. სასამართლომ 35 წლის ქართველ კაცს, არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშინაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიამოვითხოვ, გიორგი ბარამიძემ ქართულ ჯარს საჯაროდ მოუხადოს ბოდიში – ჩიხელიძე