საბერძნეთში ბავშვი სამი გენეტიკური მასალისგან დაიბადა

ბერძენი და ესპანელი ექიმი-რეპროდუქტოლოგების დახმარებით დაიბადა ბავშვი, რომელსაც სამი ადამიანის გენეტიკური მასალა აქვს. ბავშვი 2,9 კილო დაიბადა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. ექიმების თქმით, ეს მედიცინაში ახალი სიტყვაა, რაც უშვილო წყვილებს დაეხმარება. ამავე დროს, ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, მსგავსი ექსპერიმენტი არ უნდა ჩატარებულიყო.

ახალი ტექნოლოგია კი იმ მიზნით შემუშავდა, რომ მემკვიდრეობითი დაავადებებთან ებრძოლათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის გამოყენებულ იქნა 32 წლის საბერძნეთის მოქალაქეის მიმართ, რომელიც უშვილო იყო. მანამდე ექსტრაკორპორატიული განაყოფიერების ოთხი მცდელობა უშედეგო გამოდგა.

განაყოფიერებისთვის გამოყენეს დედის კვერცხუჯრედი, სადაც მამის სპერმატოზოიდი და დონორი ქალის კვერცხუჯრედი განთავსდა. ამდაგვარად განაყოფიერებული ემბრიონი პაციენტის საშვილოსნოში გადაიტანეს – “ბიბისი” წერს.
ახლა პატარას დნმ-ი სამი პირის გენეტიკური მასალისგან შედგება.

banner
წინა სტატიაში2018-2019 წლების „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
შემდეგი სტატიაწინასაარჩევნოდ მიმართული მოსყიდვის მცდელობა – სამადაშვილი სამების მოხატვის დაფინანსების შესახებ ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება