21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

საბერძნეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილ თურქულ დრონს F-16 გამანადგურებლებით გზა გადაუჭრა

საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ქვეყნის ეროვნულ საჰაერო სივრცეში შეჭრილ თურქულ უპილოტო საფრენ აპარატს გზა გადაუჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ინციდენტი 28 აგვისტოს დილით, კუნძულებს — სამოფრაკიასა და ლემნოსს შორის არსებულ საზღვაო ზონაში მოხდა. თურქული დრონი ალექსანდროპოლისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს სწორედ იმ დროს მიუახლოვდა, როდესაც ავიაკომპანია Aegean-ის სამგზავრო თვითმფრინავი აფრენისთვის ემზადებოდა.

საფრენი ობიექტის იდენტიფიცირებისა და მისთვის გზის გადასაჭრელად საბერძნეთმა ჰაერში ორი F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელი ოპერატიულად აწია.

„სამოქალაქო ავიაციის სამსახურისა და ბერძნული ავიაგამანადგურებლების კოორდინირებული თანამშრომლობის წყალობით, მათ შეძლეს დრონის მოშორება სამგზავრო ფრენის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გარეშე“, — იუწყება ბერძნული მედია.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, Aegean-ის სამგზავრო თვითმფრინავმა მითითება მიიღო, რომ ისარგებლა ალტერნატიული ასაფრენი ზოლით და დაბალი კურსი შეენარჩუნებინა მანამ, სანამ პოტენციური საფრთხის არეალს არ დაშორდებოდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა წყალდიდობით დაზარალებული ნეპალისთვის 2 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარება გამოყო
შემდეგი სტატიარევაზ სოხაძე: ბაღდათში სტიქიის შედეგად ათეულობით ოჯახი დაზარალდა