17 მაისს, საბერძნეთის სუპერლიგის დასკვნითი ტურის შეხვედრას ათენის პანათინაიკოსსა და სალონიკის პაოკს შორის ქართველი მსაჯები განსჯიან.
“საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშულ მატჩზე ფიფას არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი მიავლინა. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. შეხვედრის ვიდეო მსაჯი ალეკო აფციაური, ხოლო ვიდეო მსაჯის ასისტენი ბაკურ ნინუა იქნება”,_ აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია.















