“საბერძნეთის სასამართლომ მიუთითა, ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული დევნა”

ინტერპოლმა დათა ახალაია ძებნიდან მოხსნა – ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელზე საერთაშორისი ძებნა შეწყდა, მისმა ადვოკატმა დაადასტურა.

დათა ახალაიას ინტერესების დამცველის განცხადებით, ამის მიზეზი, საბერძნეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

“ევროპულმა სასამართლომ, საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ, თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ დავით ახალაიას მიმართ, საქართველოში ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ქართულ მხარეს უარი ეთქვა დავით ახალაიას ექსტრადიციაზე. და ევროპული სასამართლოს სამართლებრივი შედეგი გაზიარებულ იქნა ინტერპოლის მეირ და დავით ახალაია მოხსნილიაძებნიდან და მას შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერი მიმართულებით,“ – განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის სასამართლომ უარი უთხრა ქართულ მხარეს დათა ახალაიას ექსტრადირებაზე.

საბერძნეთის სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის ბრალდებები დათა ახალაიასთან დაკავშირებით, პოლიტიკურად მიიჩნია. ამავე არგუმენტით ინტერპოლმა დათა ახალაია წითელი ცირკულარიდან მოხსნა.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში დაღუპულთა რაოდენობა დააზუსტეს
შემდეგი სტატია“მემარცხენე ალიანსს” მიაჩნია, რომ საქართველოში უსაფრთხოების საკითხები უნდა გამკაცრდეს