საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისთან დაკავშირებით საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„საბერძნეთი გულთბილ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს უგზავნის საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს, ასევე მოხარულები ვართ, რომ აღვნიშნავთ საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის თავს“, – ნათქვამია საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.

წინა სტატიაშიბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიალიეტუვის ქალაქების ისტორიული ობიექტები საქართველოს დროშის ფერებში განათდა