საბერძნეთის რესპუბლიკაში ელჩად დავით დონდუა დანიშნეს

საბერძნეთის რესპუბლიკაში ელჩად დავით დონდუა დანიშნეს.

დავით დონდუა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 1993 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2015-2018 წწ. გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, კერძოდ: აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე; გახლდათ ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი, ასევე ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2008–2014 წლებში დავით დონდუა საქმიანობდა საქართველოს პარლამენტში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. მას, 2001 წელს, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი “ორი გვამის” ისტორიას განმარტავს