საბერძნეთის რამდენიმე უბანზე მოსახლეობას მასიურად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვს – უგულავა

უცხოეთში მასობრივად ვერ აძლევს ხალხი ხმას – ეს განცხადება, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ გააკეთა.

გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ საბერძნეთში მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებს.

“ევროპული საქართველო” არსებულ დარღვევებზე დროულ რეაგირებას ითხოვს.

„საბერძნეთის რამდენიმე უბანზე მოსახლეობას მასიურად არ აქვს შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის მიღების. ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთში, კანონის შესაბამისად გაიარეს რეგისტრაცია, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და შესაბამისად, უნდა იყვნენ სიაში. ადამიანები ასობით და ათასობით კილომეტრებს გადიან, აქვთ ეს კონფირმაცია ანუ აქვთ შეტყობინება, რომ ისინი არიან სიაში, მიდიან და ადგილზე ხვდებათ მათ არაფერი, ანუ არ აძლევენ უფლებას, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში,“ – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავა: ,,ჯადოსნურ“ ჟურნალი
შემდეგი სტატიავაკა გორგილაძე: ,,სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლახავს 50% -იან ბარიერს!”