საბერძნეთის პოლიციამ საზღვართან შეკრებილი მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

region
: region აპრილი 5, 2019 18:32

საბერძნეთის პოლიციამ საზღვართან შეკრებილი მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საბერძნეთის ჩრდილოეთით პოლიციამ საზღვართან შეკრებილი მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პარასკევს. მათ დიავატის მუნიციპალიტეტის გადაკვეთით ჩრდილოეთ ევროპისკენ სურდათ წასვლა.

მიგრანტები, რომელთაც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შშმ პირი მიუძღვებოდა ეტლით, საზღვრის გადალახვას შეეცადნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მიგრანტებმა ბალახს მოუკიდეს ცეცხლი, რომ კვამლით ესარგებლათ და გადაპარულიყვნენ.

მანამდე საბერძნეთის მიგრაციის მინისტრმა დიმიტრის ვიტსასმა საზღვართან შეკრებილ ასობით მიგრანტს მოუწოდა, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ. “ტყუილია, რომ საზღვრები გაიხსნება. საერთაშორისო შეთანხმებებში არის მოვალეობები, მაგრამ, ასევე არის სანქციები” – თქვა ვიტსასმა.

region
: region აპრილი 5, 2019 18:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,992
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics