საბერძნეთის პოლიციამ 2012 წელს მოპარული პიკასოს ნახატი იპოვა

საბერძნეთის პოლიციამ პიკასოს “ქალის თავი” იპოვა, რომელიც 9 წლის წინ ათენის ეროვნული სამხატვრო გალერეიდან მოიპარეს. ქურდი ადგილობრივი 49 წლის მკვიდრი აღმოჩნდა.
პიკასოს ნამუშევარი პიტ მონდრიანის “ქარის წისქვილთან” ერთად იპოვეს, ათენიდან 50 კმ-ში. მედიის ინფორმაციით, ტილოები დაზიანებულია – “დოიჩე ველე” წერს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დღეს დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე იქნება ცნობილი.
პოლიციამ გამოძიება 2020 წელს განაახლა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ “ქალის თავი” შავ ბაზარზე არ გამოჩენილა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ დიდი ალბათობით ნახატს საბერძნეთი არ დაუტოვებია. ტილო 16,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
პიკასომ ე”ქალის თავი” თავის დროზე საბერძნეთს ჯილდოს სახით გადასცა, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებისთვის გაწეული წინააღმდეგობისთვის.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას საქმის პროკურორი – დღევანდელი პროცესი ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – „საარჩევნო კოდექსში“ დაამატეს ისეთი ცვლილებები, რაც საერთოდ არ ყოფილა ასახული მიშელის დოკუმენტში