საბერძნეთის პოლიცია აბდელჰამიდ აბაუდას კვალზე იდგა

საბერძნეთის პოლიცია აბდელჰამიდ აბაუდას კვალზე იდგა

საბერძნეთის პოლიცია აბდელჰამიდ აბაუდას კვალზე იდგამიმდინარე წლის იანვარში საბერძნეთის პოლიცია ნოემბრის ტერაქტების ორგანიზატორის აბდელჰამიდ აბაუდას დაჭერის ოპერაციას ანხორციელებდა, მაგრამ უშედეგოდ. ბიბისის ცნობით, დაჭერა ბელგიის 15 იანვრის ოპერაციამდე იგეგმებოდა, თუმცა ის ჩაიშალა.

აბდელჰამიდ აბაუდასი ბელგიის ჯგუფს ათენიდან ტელეფონით ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ის 13 ნოემბრის სროლებში მოკვდა, რომელიც პოლიციასთან პარიზში ტერაქტების შემდეგ დაიწყო.

ბელგიის იანვრის ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ, 17 იანვარს, საბერძნეთის პოლიციამ ათენის რაიონებში ჩხრეკა ჩაატარა. იმავე დილით ბელგიის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობა ეძებს მაროკოელ აბდელჰამიდ აბაუდას. ათენში დაკავებულებიდან ერთ-ერთი, რომელიც ალჟირელი იყო წარმოშობით, ბელგიაში გადააგზავნეს. აბაუდამ კი მიმალვა შეძლო.
ახლა ცნობილი გახდა, რომ დნმ-ი, რომელიც ორივე ბინაში იქნა ნაპოვნი, აბაუდას ნიმუშებს ემთხვევა. მისმა მეზობელმა ვასილის კაცანოსმა თქვა, რომ აბაუდა სულ ორჯერ ყავს ქუჩაში ნანახი.

აბდელჰამიდ აბაუდა 6-დან 4 ჩაშლილ თავდასხმაზე იყო ეჭვმიტანილი საფრანგეთში და მას დაუსწრებლად 20 წელი ჰქონდა მისჯილი – განაცხადა რამდენიმე ხნის წინ საფრანგეთის შს მინისტრმა ბერნარ კაზენევმა.
აბაუდა ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც ბელგიაში ათენიდან ანხორციელებდა ზარებს საფრანგეთის ტერაქტებთან დაკავშირებით.
სილაჰან აბდესლამი, რომელიც დღემდე დაკავებული არ არის, იტალიიდან საბერძნეთში გემით 1 აგვისტოს ჩავიდა, სამ დღეში კი უკან დაბრუნდა.
მკვლელებიდან ორი, რომლებმაც პარიზში სტადიონზე მოახდინეს აფეთქება, თურქეთიდან ბერძნულ ლეპოსში ოქტომბრის თვეში გადავიდნენ როგორც სირიელი ლტოლვილები.

საფრანგეთის ტერაქტების გამოძიების შედეგები აჩვენებს, რომ ევროკავშირის პოლიცია ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს – ამბობენ ექსპერტები.

Best regards

banner
წინა სტატიაში,,სახელმწიფო “გაზპრომიდან” კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირის შესყიდვას ამ ეტაპზე არ გეგმავს”
შემდეგი სტატიასირიელი მეამბოხეები ჰომსს ტოვებენ