საბერძნეთის პარლამენტმა გეი ქორწინებას მხარი დაუჭირა

საბერძნეთის პარლამენტმა გეი ქორწინებას მხარი დაუჭირა. გარდა ამისა, გეი წყვილებს შვილის აყვანის უფლება მიეცემათ.

პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ახალი კანონი “გაბედულად გააუქმებს სერიოზულ უთანასწორობას”.

საბერძნეთი გახდა პირველი ქვეყანა, გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელმაც გეი ქორწინება დაუშვა.

300-წევრიან პარლამენტში კანონის მისაღებად უბრალო უმრავლესობა იყო საჭირო.

მიცოტაკისმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამისკენ ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა. ამავე დროს, ახალი კანონის წინააღმდეგ მისი პარტიიდან ათობით დეპუტატი გამოვიდა.

“ადამიანები, რომლებიც უხილავები იყვნენ, ჩვენს ირგვლივ ხილულები გახდებიან, და მათთან ერთად უამრავი ბავშვი საბოლოოდ იპოვის თავის ღირსეულ ადგილს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა პარლამენტში დებატების დროს.

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან გეი ქორწინება 15-შია ლეგალური. ჯამში გეი ქორწინება მსოფლიოს 35 ქვეყანაშია დაშვებული.

საბერძნეთი არის პირველი ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ქორწინების თანასწორობაა.

მართლმადიდებელი ეკლსია გეი ქორწინების წინააღმდეგია. მისმა მხარდამჭერებმა ხუთშაბათს ათენის სინტაგმას მოედანზე აქციები გამართეს.

banner
წინა სტატიაშითბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 6 პირი დააკავა