საბერძნეთის პარლამენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ახალი სახელის რატიფიცირება მოახდინა

საბერძნეთის პარლამენტმა მაკედონიის ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკად სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა – ადგილობრივი მედია წერს. მას მხარი 153-მა დეპუტატმა დაუჭირა, 146 კი წინააღმდეგ წავიდა. პარლამენტში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დებატები 38 საათნახევარი გრძელდებოდა.

ადრე მაკედონიის სახელთან დაკავშირებით საბერძნეთის კოალიციური მთავრობა დაიშალა, ათენში საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა. მეზობელი რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგ 100 ათასზე მეტი ბერძენი გამოვიდა. The Guardian-ის ინფორმაციით, საბერძნეთის მოსახლეობის 70% სახელის შენარჩუნების მომხრე იყო.
მიმდინარე წელს მაკედონიამ სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესწორება მიიღო.

banner
წინა სტატიაშირუსეთში პური, შესაძლებელია, 6-7 პროცენტით გაიზარდოს
შემდეგი სტატიამარუდო ოპოზიციას მასთან დიალოგისკენ მოუწოდებს