საბერძნეთის დედაქალაქში ათეულობით ახალგაზრდამ სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა

რვა წლის წინ გარდაცვლილი 15 წლის ალექსანდროს გრიგოროპულოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი დემონსტრაცია ათენში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საბერძნეთის დედაქალაქში ათეულობით ახალგაზრდამ სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა. საპასუხოდ, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ბერძნული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დაკავებულია 18 ადამიანი.

15 წლის ალექსანდროს გრიგოროპულოსი 2008 წლის 6 დეკემბერს ათენში პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში(video) ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, კიევში მომხდარი არეულობისას 10 ადამიანი დაჭრეს
შემდეგი სტატიადღეს ევროკავშირის საბჭოს მუმდივი წარმომადგენლები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე იმსჯელებენ