საბერძნეთი უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა

საბერძნეთი უკრაინის განაღმვის კოალიციას შეუერთდა, – ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა ლიეტუველ კოლეგასთან, არვიდას ანუშაუსკასთან შეხვედრისას განაცხადა.

„უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დავიწყებ და ჩვენს პოზიციას გავიმეორებ, რომ უკრაინაში შეჭრას განვიხილავთ, როგორც მისი ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას“, – განაცხადა ნიკოს დენდიასმა.

უკრაინის განაღმვის კოალიციას ლიეტუვა ხელმძღვანელობს.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახლახან თქვენი ხელმძღვანელობით მოქმედ უკრაინის განაღმვის კოალიციას შევუერთდით და თქვენი თანდასწრებით ბრიუსელში შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ“, – აღნიშნა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა პუტინს ბანდიტი უწოდა
შემდეგი სტატიაბაიდენ კონგრესს – მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს