საბერძნეთი ეკლესიის მსახურებს სახელმწიფო მოხელის სტატუსს შეუჩერებს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 8, 2018 12:43

საბერძნეთი ეკლესიის მსახურებს სახელმწიფო მოხელის სტატუსს შეუჩერებს

საბერძნეთში გადაწყვიტეს მღვდელმსახურებს სახელმწიფო ხელფასის გადახდა შეუწყვიტონ. შესაბამისი შეთანხმება, რომელიც ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის პირველი ნაბიჯია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსმა იერონიმ მეორემ მიიღეს. მღვდლები და ეპისკოპოსები უკვე აღარ ჩაითვლებიან სახელმწიფო მოსამსახურეებად. ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც 10 ათას მღვდელმსახურს შეეხება, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფას შეუწყობს ხელს.

მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. მართლმადიდებლობა საბერძნეთში სახელმწიფო რელიგიაა, მისი სტატუსი ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული, სადაც მართლმადიდებლობა აღნიშნულია, როგორც “სახელმწიფო რელიგია”.
შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო ეკლესიას ყოველწლიურად ფიქსირებულ სუბსიდიას 200 მილიონი ევრო ოდენობით გამოუყოფს. გარდა ამისა, შეთანხმების მიხედვით მხარეები ერთობლივ ფონდს შემქნიან, რომელიც დაიწყებს მშენებლობებს, რომელიც იქნება სახელმწიფოს და ეკლესიის მფლობელობაში, შესაბამისად, შემოსავალი და გასავალიც თანაბრად გადანაწილდება – “ბიბისი” წერს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 8, 2018 12:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,085
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics