საბერძნეთი და ბულგარეთი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად ახალ მარშრუტს ქმნიან

საბერძნეთმა და ბულგარეთმა განაცხადეს, რომ თხევადი ბუნებრივი აირის ახალი ქარხანა ჩრდილოეთ საბერძნეთის პორტში, ალექსანდრუპოლისში აშენდება და ხელს შეუწყობს ევროპისკენ გაზის ახალი მარშრუტის შექმნას. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება.

„ყველა ქვეყანა მზად არის ახალი გადამწყვეტი როლი შეასრულოს ევროპის ახალ ენერგეტიკულ რუკაზე“, – თქვა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და დასძინა, რომ მოსკოვის ბოლოდროინდელი შანტაჟი ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ამ თანამშრომლობას არა მხოლოდ აუცილებელს, არამედ გადაუდებელს ხდის.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუჩერა, ბულგარეთისთვის გაზის მიმწოდებელი საბერძნეთი გახდა.

„კრემლის შანტაჟი ჩემი ქვეყნისა და ევროკავშირის მიმართ არ იქნება წარმატებული, რადგან ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით და დღევანდელი ღონისძიება ამის დასტურია“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ომი არავისთან გვსურს. რუსეთი თავს არასდროს არავის დასხმია… ის მხოლოდ თავის საზღვრებს იცავდა – პატრიარქი კირილი
შემდეგი სტატია„აზოვსტალიდან“ ევაკუირებული პირები ზაპოროჟიეში ჩავიდნენ – The Guardian