10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

საბერძნეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალური ქსელების მოხმარებას უკრძალავს

საბერძნეთი ხდება მორიგი ევროპული ქვეყანა, რომელიც ბავშვების ონლაინ უსაფრთხოებაზე მკაცრ კონტროლს აწესებს.

პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის თქმით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მოზარდებში შფოთვის, ძილის პრობლემებისა და სოციალური ქსელების „ადიქტური დიზაინის“ წინააღმდეგ ბრძოლას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ბევრი მოზარდი თავს გამოფიტულად გრძნობს ინტერნეტში არსებული წნეხის გამო, მშობლები კი შვილების ძილის დარღვევებსა და მუდმივ ტელეფონდამოკიდებულებაზე საუბრობენ.

ინფორმაციისთვის, ავსტრალია პირველი ქვეყანაა, რომელმაც 16 წლამდე ბავშვებისთვის TikTok, YouTube და Snapchat აკრძალა.

საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი მსგავს შეზღუდვებს აწესებენ. ბრიტანეთი, ირლანდია და დანია კი საკითხის განხილვის პროცესში არიან.

სოციალური მედიის კომპანიები, მათ შორის Reddit, ამტკიცებენ, რომ მსგავსი აკრძალვები არაეფექტურია, რთული აღსასრულებელია და შესაძლოა მოზარდების იზოლაცია გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტრო: განათების აპარატურა იქნა შეძენილი რუსთაველის თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა კონკრეტული სპექტაკლისთვის
შემდეგი სტატიაგიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს