საბერძენთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. კანონპროექტს 193-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 56-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ციპრასმა ამ გადაწყვეტილებას „ძალზე მნიშვნელოვანი“ უწოდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ერთსქესიანთა ქორწინების შემთხვევაში კანონი ქონების საკითხების მოგვარების პირობებს შექმნის. კანონი არ ეხება ასეთი წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანის საკითხს.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: ივანიშვილის ხელში ნებისმიერი სხვა მარიონეტი იგივე ან უარესი იქნება, ვიდრე იყო ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაპუტინმა ევროკავშირის “არა ევროპულ” ნაბიჯზე ილაპარაკა