სანდრო ბრეგაძე:”სადაც სამთავრობო რეზიდენციებია განლაგებული ედუარდ შევარდნაძის სახელი უნდა ეწოდოს”

bregazeSOS!!!SOS!!!SOS!!!ვარდების მოედნისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე მერია და საკრებულო კატეგორიულ უარს გვეუბნება-წერს სანდრო ბრეგაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

რამ შეგაძულათ ესე ზვიად გამსახურდია???რითი ვერ დაიოკეთ თქვენი პლებეური ზიზღი???ჯერ იყო და კინაღამ კრუნჩხვები დაგემართათ,როცა დადგა საკითხი აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე,ყველაფერი იღონეთ რომ ეს არ მომხდარიყო.ერთი  თვის წინ ჩვენი ინციატივით საკრებულოს დეპუტატმა ს.მანჯავიძემ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი,რომ ვარდების მოედანს ზვიად გამსახურდიას სახელი დარქმეოდა,ეს დღე იყო და ძლოკვის მსგავსი სრიალით იძრომიალეთ ყველა კაბინეტში ,თავი მოიკალით და დღეს წინადადებით გამოდიხართ რომ ვარდების მოედანს ზვიადის სახელი არ ეწოდოს და რესპუბლიკის მოედანი დაერქვას.ნუთუ არ გრცხვენიათ???

მინდა იცოდეს პრემიერმა კვირიკაშვილმა,რომ მთელი საკრებულო მას აბრალებს ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების დაბლოკვას და პირად საუბრებში ამბობენ–“ჩვენ კი გვინდოდა მაგრამ პრემიერმა დაბლოკაო”.ჭორების გაფანტვა თუ გსურთ გამოდით ბატონო პრემიერო და თქვენვე გახდით ვარდების მოედნისთვის ზვიადის სახელის მინიჭების ინციატორი.მესმის რომ ხელისუფლებაში შევარდნაძის ფანკლუბი ბატონდება,მესმის ისიც რომ ბაბუა ედუარდის სული კვლავ მათთანაა,მაგრამ სიცოცხლის ბოლოს მიცემული შევარდნაძის ინტერვიუები მაინც გადაიკითხეთ,სადაც თვით ისიც(საქართველოსა და ზვიადის მტერი) აღიარებს რომ ზვიადი უდიდესი ქართველი პატრიოტი იყო.თუმცა თქვენთვის მთავარია რომ ზვიადის სახელის უკვდავყოფა არ მოხდეს და იმასაც ვერ ხვდებით,რომ თქვენნაირი წვრილი ლიფსიტა ჩინოსნები თუ საკრებულოს დეპუტატები მიდიან,მიდიან ისე რომ მათი არსებობა არავის ახსოვს,ხოლო ზვიად გამსახურდიას სახელი ქართველმა ერმა უკვე უკვდავყო.თითოეული ის საკრებულოს წევრი,რომელიც მხარს არ უჭერს და ბლოკავს მოედნისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ცალსახად არის მოღალატე და ავაზაკი,რომელთაც საქართველოს მოსახლეობამ საკადრისი პასუხი უნდა გაცეს.ამას ჩვენ ვუზრუნველყოფთ!!!!!!!——–P.S.დაზუსტებული ინფორმაციით არჩევნების შემდეგ კრწანისში იმ ქუჩას სადაც სამთავრობო რეზიდენციებია განლაგებული ედუარდ შევარდნაძის სახელი უნდა ეწოდოს.!!!!!!!!!!!!!!!!!-წერს სადრო ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია: აუცილებელია ენგურის ხიდზე ამოქმედდეს საერთაშორისო კონტროლის მექანიზმი
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილის საგანგებო განცხადება