საბჭოთა რუსეთის ეს სადამსჯელო აქტი საქართველოს წინააღმდეგ, არასდროს აამოიშლება არც ისტორიიდან და არც ხალხის მეხსიერებიდან

“9 აპრილი არის დღე, რომელმაც გარდატეხა შეიტანა ჩვენი ქვეყნის
დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სწორედ ამ იდეას
შეეწირნენ ადამიანები და მათი ხსოვნის პატივისცემა ყოველთვის იქნება
თაობების ვალდებულება. ამავდროულად, ამ მძიმე და ასევე საამაყო
ერთიანობის დღეს, უნდა გვახსოვდეს , თუ ვინ იყო უდანაშაულო ადამიანების
სასტიკად დარბევის, მკვლელობის, დასახიჩრების თუ მოწამლვის იდეოლოგი და
ავტორი. საბჭოთა რუსეთის ეს სადამსჯელო აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის
წინააღმდეგ არასდროს არ ამოიშლება არც ისტორიიდან და არც ხალხის
მეხსიერებიდან. მათი მემკვიდრეები კი დღესაც ცდილობენ გადაეღობონ
საქართველოს თავისუფლების გზაზე, მოახდინონ იზოლაცია დემოკრატიული
მსოფლიოსგან და ისევ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ ქვეყანა. ესაა დღეს
რუსული ჰიბრიდული ომის მიზანი და 9 აპრილს ამის მკაფიოდ არშეხსენება,
სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება.
საქართველოს თავისუფლების იდეა კი მაინც გაიმარჯვებს!”,-აცხადებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი წერეთელი

banner
წინა სტატიაშიტობიას კრემერი – ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით – მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მომენტში ევროკავშირის გზაზე არ დგას და ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს
შემდეგი სტატიარუსეთის სასამართლომ ქართველ მებრძოლ გიორგი გოგლიძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა