საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, 25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, 25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: 2022 წლის თებერვალში “ქართული ოცნება” ვადამდელ არჩევნებს გეგმავს
შემდეგი სტატიასაბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია