საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება შვიდი ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი სწრაფვა – არჩილ თალაკვაძე

admin
ავტ.: admin მაისი 26, 2020 12:04

საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება შვიდი ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი სწრაფვა – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 26 მაისის თარიღის ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან ერთად აღნიშვნა მისთვის დიდი პატივია.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და სახელმწიფოებრიობის მოპოვების ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჩვენი თაობა წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობის განმტკიცებაში თავისი წვლილი შეაქვს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე საბჭოთა ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან საქართველოს თავისუფლებისადმი სწრაფვა და მოძრაობა ვერ შეაჩერა.

“ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო მერო, ოფიცრებო და ჯარისკაცებო, ძვირფასო თანამემამულეებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ თარიღს ჩვენი ქვეყნის ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან ერთად აღვნიშნავთ.

102 წლის წინ 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ნანატრი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა. სწორედ მაშინ, ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩუყარეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებს და დემოკრატიას.

სამწუხაროდ მალევე საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება თითქმის შვიდი ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ მან ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა.

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის საფუძველზე განაგრძო ქართველი ხალხის არჩევანის, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიის, განვითარებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზა.

გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობის განმტკიცებაში.

საკონსტიტუციო რეფორმა და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები – ეს არის ის, რითაც ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს და ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

admin
ავტ.: admin მაისი 26, 2020 12:04

Google სტატისტიკა


12,693
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics