საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ტრაგედია, ტერიტორიების 40% დავკარგეთ – პუტინი

“ჩემთვისაც ისეთივე ტრაგედია იყო, როგორც მოსახლეობის უმეტესობისთვის. რა არის საბჭოთა კავშირის დაშლა?! ეს იყო ისტორიული რუსეთის დაშლა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ტერიტორიების 40%, ასევე მრეწველობისა და მოქალაქეების უმეტესობა დავკარგეთ. რუსეთი სულ სხვა ქვეყანა გახდა. ათასი წლის განმავლობაში შრომით მიღწეული შედეგების უმეტესობა დაიკარგა. სამწუხაროდ 25 მილიონი რუსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საბჭოთა კავშირის, ყოფილ რესპუბლიკებში დარჩნენ, რომლებმაც დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მოიპოვეს. შესაძლებელია ამ ქვეყნებისთვის ეს კარგი მოვლენა იყო, თუმცა ულაპარაკოდ ცუდი ფაქტი იყო იმ ადამიანებისთვის ვინც თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ, საზღვრებს გარეთ აღმოჩნდნენ.

შეუძლებელი იყო დაბრუნება და ნათესავებთან გაერთიანება. არ იყო არც სამუშაო და არც საცხოვრებელი ადგილები. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იყო უდიდესი ჰუმანიტარული ტრაგედია.” ამბობს პუტინი

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა, განვაგრძობთ აქტიურ მონიტორინგს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ენმ-სა და ნიკა მელიაზე თავდასხმები მხოლოდ ივანიშვილისა და სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია