საბჭოთა გადმონაშთია ერთპარტიულობა, ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ამბობს, რომ რომ ერთპარტიულობა საბჭოთა გადმონაშთია. მისივე თქმით, საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარებაც.

“საბჭოთა გადმონაშთი სხვა რაა თუ არა ერთპარტიულობა, ერთი პარტიის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სტრუქტურის მონოპოლია. საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება.
საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც; სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა – წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი – დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს!,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ქართველ ჯარისკაცებს, თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოჯახებს და ქვეყნის ნამდვილ მეგობრებს – დიდება საქართველოს!
შემდეგი სტატიაინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – დაე, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ