საბჭოს არამოსამართლე წევრებმა მოსამართლეების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს – გიორგი მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიუქატაძე, რომელსაც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობა სურს, ამბობს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებმა მოსამართლე წევრების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს.

მიქაუტაძემ ეს ხათუნა გოგორიშვილის პასუხად თქვა, რომელმაც საბჭოს მდივანს ჰკითხა, რატომ დაიხურა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებთან გასაუბრება მაშინ, როცა კანდიდატი მისი ცოლი იყო.

“არამოსამართლე წევრებმა დაიწყეს ძალიან ცუდი კამპანია მოსამართლეების წინააღდეგ და ამისთვის იყენებენ მედიასაშუალებებს.

იყო ცილისმწამებლური კამპანია, შეურაცხმყოფელი ფორმით, მიმართული მოსამართლეებზე და ზუსტად უკავშირდებოდა იმ კონკრეტულ კონკურსს, რომელზეც მოხდა ყველაზე მეტი გასაუბრების დახურვა.

ასეთი იყო ტენდენცია, ყველა მოსამართლემ ისარგებლა პროცესის დახურვის უფლებით. ეს იყო პროტესტი იმ კამპანიის მიმართ”, – განაცხადა გიორგი მიქატუაძემ.

გიორგი მიქაუტაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ბრალს მოსამართლეთა კლანის წევრობაში სდებენ.

banner
წინა სტატიაშისასამართლოს სისტემაში არ არსებობს გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი – მიქაუტაძე
შემდეგი სტატიაგარდაბანში ათი თვის ჩვილი გარდაიცვალა