“საბჭომ საზოგადოებრივი აზრის გაჩუმება კი არ უნდა მოითხოვოს მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე უნდა იზრუნოს”

“საბჭომ საზოგადოებრივი აზრის გაჩუმება კი არ უნდა მოითხოვოს მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე უნდა იზრუნოს,”- ანა ნაცვლიშვილი
დღეს, 15:25 9

“საბჭომ საზოგადოებრივი აზრის გაჩუმება კი არ უნდა მოითხოვოს მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე უნდა იზრუნოს,”- ასე გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ლევან მურუსიძის განცხადებას, რომელიც თვლის, რომ საბჭოს წევრებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ზეწოლას ახორციელებენ, რათა კონკრეტული მოსამართლეების არჩევა არ მოხდეს.

“ძალიან კარგი იქნება თუ ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოწოდების სიმაღლეზე დადგება და რეალურად დაიცავს მოსამართლეებს, როდესაც არსებობს ეჭვები, რომ მოსამართლეები პროკურატურის მხრიდან იყვნენ ზეგავლენის ქვეშ. ასეთი შემთხვევა ჩვენ გვახსოვს იყო რუსთავი 2-თან დაკავშირებით. კითხვის ნიშნები იყო ურთმელიძის დედის მიმართ პროკურატურისგან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მურუსიძის ბრალდებებს გამოეხმაურა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული და მურუსიძის ბრალდებებს “შემაშფოთებელი” უწოდა.

“ჩემთვის სახიფათოდ ჩანს მოსამართლეების მხრიდან ზეწოლის დარქმევა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნაზე, რომ კანონის ნორმები შესრულდეს და კონკურსი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. გაუგებარია თუ ეს მოსამართლეებისთვის ზეწოლაა ეს ჩემთვის სახიფათო რიტორიკაა,”- განაცხადა სოფო ვერძეულმა.

banner
წინა სტატიაში“ზოგ შემთხვევაში გადაჭარბებული კრიტიკაა,”- გვენეტაძე მოსამართლეების არჩევის პროცესზე საუბრობს
შემდეგი სტატია“რუსეთს სურს ტერორისტების მფარველად გამოგვაჩინოს, ამით დისკრედიტაციას უწევს თურქეთსაც”