საბჭო გადაწყვეტილებას იღებს არაფორმალურ შეკრებებზე და აფორმებენ ამას საბჭოს სხდომებზე-მშვენიერაძე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე საუბრობს

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი – სამოქალაქეო სექტორი აცხადებს, რომ პროცესი კრიტიკას იმსახურებს, მოსამართლეებთან გასაუბრებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დასწრებიან, რადგან საბჭოს გადაწყვეტილებით პროცესი მათთვის დახურული იყო:
“საბჭო რეალურად გადაწყვეტილებას იღებს არა საბჭოს სხდომებზე, არამედ არაფორმალურ შეკრებებზე და საბჭოს წევრები უბრალოდ აფორმებენ ამას საბჭოს სხდომებზე,” – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” პროექტის კოორდინატორი, ეკატერინე ციმაკურიძე კი საბჭოს მიერ შერჩევის კრიტერიუმების უგულებელყოფაზე ამახვილებს ყურადღებას.

“ჩნდება ეჭვი, რომ იუსტიციის საბჭო არა კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებით, არამედ რაღაც სუბიექტური გადაწყვეტილებით დანიშნავს ამ მოსამართლეებს უვადოდ,”-აცხადებს ეკატერინე ციმაკურიძე.

banner
წინა სტატიაშითბილისში შესაძლოა, ბიბილიოთეკების დიდი ნაწილი დაიხუროს – თანამშრომლები მერიას უპირისპირდებიან
შემდეგი სტატიაAmnesty International – მიუხედავად მრავალგზის დაპირებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო