საბაზო განათლების მქონე პირებს პროფესიის შესწავლასთან ერთად საშუალება ექნებათ, ისწავლონ მე-10, მე-11, მე-12 კლასის მასალა

region
ავტ.: region თებერვალი 4, 2019 13:19

საბაზო განათლების მქონე პირებს პროფესიის შესწავლასთან ერთად საშუალება ექნებათ, ისწავლონ მე-10, მე-11, მე-12 კლასის მასალა

2018 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“, რომელიც არის საბაზო განათლების მქონე პირებისთვის და პროფესიულ პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, – ამის შესახებ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ პროფესიული განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბაზო განათლების მქონე პირებს პროფესიის შესწავლასთან ერთად საშუალება ექნებათ, ისწავლონ მე-10, მე-11, მე-12 კლასის მასალა.

„თუ საბაზო განათლება აიწევს მე-10 კლასამდე, რა თქმა უნდა, ეს იქნება მაშინ მე-11, მე-12 კლასების მასალა. რაც შეეხება ვადებს, კანონი განსაზღვრავს ვადას და მიმდინარე წლის მაისიდან განათლების სამინისტრო ეტაპობრივად დაიწყებს ამ პროგრამების განხორციელებას და აღებული დიპლომი იქნება გათანაბრებული სრულ ზოგად განათლებასთან. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამებს მთელი საქართველოს მასშტაბით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით დავიწყებთ, ხოლო შემდგომში გაიზრდება მასშტაბები, რომლის სრულად დასანერგად ორი წელი გვაქვს“, – განაცხადა ირინა წეროძემ.

მისივე განცხადებით, განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომელიც ​ზრდასრულების გადამზადებას ეხება, ქვეყნის შრომის ბაზრისთვის და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„პროფესიულ მიმართულებაზე დაახლოებით 11 პროგრამაა. მე-4 საფეხურის პროგრამაზე ინტეგრირებული იქნება სრული ზოგადი განათლება. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პროფესიულ სასწავლებლებს. რაც შეეხება სხვა ინიციატივებს, რომელიც ეხება ზრდასრულების გადამზადებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შრომის ბაზრისთვის და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ხელმისაწვდომია ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, გაიუმჯობესოს უნარები. მათ ვთავაზობთ ჩვენს მოკლევადიან გადამზადება-მომზადების პროგრამებს კერძო კომპანიების ჩართულობით. კონკრეტულად იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რაც აქვს დამსაქმებელს და რაც უზრუნველყოფს დაახლოებით ორი თვიდან ექვს თვემდე სწავლებას, ხოლო შემდგომში უკვე დასაქმებას.

ამასთან, არაფორმალური განათლების აღიარება მიმდინარე წელს მშენებლობის მიმართულებით საპილოტედ დაიწყება. ეს გულისხმობს ადამიანების კომპენტენციებს, რომელიც შეძენილი აქვთ არაფორმალურ გარემოში. შესაძლებელი იქნება მათი აღიარება და სახელმწიფოს მიერ დადასტურებელი სერთიფიკატის გაცემა, რომელიც თავის ლოგიკურ გაგრძელებას ჰპოვებს მომზადება-გადამზადების პროგრამებში“, – განაცხადა წეროძემ.

region
ავტ.: region თებერვალი 4, 2019 13:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics