25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

საბაჟო გამშვებ პუნქტზე “ქუთაისის აეროპორტი” არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდების და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„უფლებამოსილი პირების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში – 106 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 40 112 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს სანქციის სახით ჯარიმა – 5 372 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშილევან მახაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური პარტია არ არის, პოლიტიკური პირამიდაა
შემდეგი სტატიაპროკურორი: დაცვის წევრმა დაადასტურა, რომ ანდრია ლილუაშვილი სუს-ის შენობაში ე.წ. VIP-ზონიდან შედიოდა