14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია.

მათვე ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ორივე მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია.

banner
წინა სტატიაშიშსს: დევდორაკში მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში პროტესტის შემზღუდავ ჩანაწერებთან დაკავშირებულ სარჩელებზე განსხვავებული აზრი წარმოადგინა