21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არადეკლარირებული ოქროს შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე — „სარფი“, „ქუთაისის აეროპორტი“ და „სადახლო-საავტომობილო“ — სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათი კუთვნილი ბარგისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 594 გრამი ოქროს ნაკეთობები (მათ შორის, ოქროს მონეტები და ზოდები) აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 164 995 ლარი შეადგინა.

4 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში – 16 250 ლარის ოდენობით შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
შემდეგი სტატიაგიორგი შარაშიძე: პარტია უნდა აკრძალოს ხალხმა არჩევნებზე – ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიულია