საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლო-საავტომობილოზე“ არადეკლარირებული ოქროს ნივთები და სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 11478,08 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნივთები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონელი საერთო წონით 21,75 გრამი, სომხეთიდან შემომავალ რუსეთის მოქალაქეს სხეულზე ჰქონდა დამაგრებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 11478,08 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ამასთან, დღესვე, ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ, კიდევ ერთი სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა – სომხეთის მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, უკანა სავარძელსა და გაზის ბალონს შორის დამალული 196 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი YEREVAN აღმოაჩინეს. სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარი, ასევე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაავტოავარია სენაკში (ვიდეო)